საქართველოს საგარეო უწყება მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს 24 იანვარს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უკრაინის ქალაქ მარიუპოლის სამოქალაქო დასახლებების დაბომბვასთან დაკავშირებით, რასაც უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას“-აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
“განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო პერიოდში უკრაინის ქალაქებში დონეცკში, ვოლნოვახასა და მარიუპოლში განხორციელებული თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ისედაც არსებულ, უკიდურესად მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.
მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ გამანადგურებელი შეიარაღების მიზანმიმართული გამოყენება საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს და თითოეული შემთხვევა სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს, უთანაგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და იზიარებს მათ მწუხარებას“-აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მარიუპოლის მარცხენა სანაპიროზე “გრადის” ტიპის ყუმბარმტყორცით განხორციელებული აფეთქებების შედეგად 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულთა რაოდენობა კი 45-ს აღწევს.
როგორც СNN იუწყება, დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, უკრაინელ სამხედრო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, გაჩაღებული ომის შედეგად, აპრილის შემდეგ სულ მცირე 5 ათასი ადამიანია გარდაიცვლილი. მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები