ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, ვაზაგაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, არ გამორიცხავს, რომ ვაზაგაშვილის საქმეში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ. ამის შესახებ დეპუტატმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.
“როდესაც პროკურატურა ცდილობს, რომ სწორ კვალზე გავიდეს, არ მიმაჩნია სწორად, პარლამენტში მოხდეს მათი დაბარება. ახლა პროკურორებმა საკუთარი რესურსი საქმის გამოძიებას უნდა მოახმარონ. თუ საჭიროა, ყველა დონის საერთაშორისო ექსპერტს ჩამოვიყვანთ იმიტომ, რომ ამ საქმის გაუხსნელად დატოვებას არ ვაპირებთ,” – ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს პროკურატურას, დროულად მოხდეს ვაზაგაშვილების საქმეებისა და ასევე იმ საქმეების გამოძიებაც, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში კითხვები არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები