“ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”

სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე, – ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გარდამტეხი იქნება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მიდგომის მხრივ. მინისტრი დარწმუნებულია, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.
“სააკაშვილის ხელისუფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში საკუთარ მოქალაქეებს ხოცავდა ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე. იმ ხელწერას ძალიან ჰგავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. როგორც თავის დროზე 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის ეს მკვლელობა იქნება გარდატეხა ზოგადად მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ. ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში მიუძღვის ბრალი და ვისაც ის საშინელი დანაშაულები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარსდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით”, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები