ლუგანსკში გარდაცვლილთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო გამწვავდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია რუ” იუწყება, ქალაქ მარიუპოლში გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია, არიან დაშავებულებიც.
უკრაინული მხარე მომხდართან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას დონეცკში მოქმედ სეპარატისტებს აკისრებს. დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი,კი ამბობს, რომ მსგავის აფეთქებებისთვის მის სამხედრო დანაყოფებს საკმარისი რესურსი არ გააჩნია და პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს.
შეგახსენებთ, დღეს მარიუპოლში აფეთქებები დილიდან დაიწყო. თავდაპირველად, სეპარატისტებმა იერიში ქალაქის მარცხენა სანაპიროზე მდებარე კიევის ქუჩაზე მიიტანეს. დაიწვა საცხოვრებელი სახლები, სკოლები და სავაჭრო ცენტრი. ადგილობრივი მოსახლეობა სასწრაფო ევაკუაციას ითხოვდა. ქალაქში ამ დრომდე არ არის გათბობა, წყალი და სინათლე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები