იავას ზღვაში ჩაძირული “ეარ აზიას” ლაინერის ძრავა ზედაპირზე ამოიტანეს

ინდონეზიის სამაშველო სამსახურმა იავას ზღვაში ჩაძირული “ეარ აზიას” ლაინერის ძრავა,ზედაპირზე ამოიტანა. როგორც ინდონეზიის სამაშველო სამსახურში აცხადებენ, ძრავის ზედაპირზე ამოტანა რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ ხერხდებოდა. სამძებრო სამუშაოებს იავას ზღვაში, უამიდობაც ართულებდა.
შეგახსენებთ, “ეარ აზიას” ლაინერი 2014 წლის 30 დეკემბერს გაუჩინარდა. რამდენიმე დღეში, ის იავას ზღვაში აღმოაჩინეს. ბორტზე მყოფი 162 მგზავრი გარდაიცვალა. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები