ვლადიმერ პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში მიმდინარე პროცესები განიხილა.
“ბელორუსიის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად ჩვენ განვიხილეთ უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის გამწვავების მიზეზები. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზეც”, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რამდნეიმე დღის წინ, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა, დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ ადამიანებზე, უკრაინულ მხარეს ეკისრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები