ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვის თავშიც ეს მოვიდა

დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს სამების ტაძარში განუცხადა, სადაც იური ვაზაგაშვილის სამძიმარზე იმყოფებოდა.
ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას იური ვაზაგაშვილის ღვაწლზეც ისაუბრა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ.
“მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ტრაგედია ქვეყნის მასშტაბისა და საერთაშორისო დონისაა. მინდა, გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი იმ ცვლილებებში, რაც ბოლო წლებში მოხდა საქართველოში, როცა მე პოლიტიკაში მოვედი და როცა გუნდი ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი პირველი გახლდათ იური, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს იმაში, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა მსხვერპლი ვერ ავიცილეთ. ეს შედეგია იმ ძველი ძალადობისა. დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, იური ვაზაგაშვილი პირველი იყო, ვინც ხელმოწერებს აგროვებდა მის მხარდასაჭერად, როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს.
“ჩვენ შევძლებთ და პასუხს გავცემთ იმ არაადამიანებს, ვინც ეს ჩაიფიქრა და ვის თავშიც ეს მოვიდა”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები