„საზოგადოება არავის არაფერს აპატიებს და მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. როგორც ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა.
„ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გააკეთა, საერთოდ ეს ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და დამტკიცდა რომ საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამის იქეთ ვინმემ პროკურატურის მტკიცებულებების გარეშე პასუხი უნდა აგოს ეს მორალური პასუხისმგებლობა, სწორი ნაბიჯი გაკეთდა მთავრობის მხრიდან პიროვნებისგან შინაგან საქმეთა მინისტრისგან. დანარჩენი პროცესებს მივსდიოთ და თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს და ვინმეზე დამატებითი ეჭვი გაჩნდება საზოგადოება არავის არაფერს არ აპატიებს ეს ყველამ უნდა იცოდეს მემგონი, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია ამ ეტაპზე მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ გამოძიებას დაველოდოთ როგორ განვითარდება მომენტები და რა თქმა უნდა საზოგადოება შესატყვის რეაქციას გააკეთებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები