„ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია“

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია, – ამის შესახებ საქართველოს შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ბევრი ხალხი მონაწილეობდა და ყველა ის პირი დაისჯება, რომლებზეც ბრალია გამოკვეთილი.
“სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, შეიძლება ითქვას, 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი. რომლებზეც არ არის ბრალი გამოკვეთილი, ისინი ჯერ თანამდებობებზე რჩებიან”, – განაცხადა გომელაურმა.
მისივე ინფორმაციით, პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას, რამდენიმე მაღალჩინოსანმა პოსტი დატოვა.
“გამოძიების დასრულების შემდეგ, თუ გამოიკვეთება, რომ ეს ადამიანები არ არიან დამნაშავეები, დაბრუნდებიან თანამდებობებზე. იმავეზე, თუ უფრო დაბალზე, ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები