ირაკლი ალასანია: არ შეიძლება შექმნილი მძიმე ვითარება მხოლოდ ერთ ადამიანს – ჭიკაიძეს გადააბრალონ

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებოიბიდან გადადგომის ფაქტს ეხმაურება. ირაკლი ალასანიას განცხადებით, არ შეიძლება შექმნილი მძიმე ვითარება გადააბრალონ მხოლოდ ერთ ადამიანს – ჭიკაიძეს.
„მე, ბუნებრივია, ინფორმირებული არ ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არ შეიძლება, შექმნილი მძიმე ვითარება მხოლოდ ერთ ადამიანს – ჭიკაიძეს გადააბრალონ “, -აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე მთლიანად მთავრობასა და, პირველ რიგში, პრემიერ – მინისტრს ეკისრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები