იური ვაზაგაშვილის ცხედარი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს
იური ვაზაგაშვილის ცხედარი “ჯაზუდან” სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. ასევე 20:00 საათზე, ვაზაგაშვილს სამებიდან მშობლიურ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს საკუთარი შვილის გვერდით დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ ური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.