მინდია ჯანელიძემ იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ზურაბ ვაზაგაშვილის სახელობის საზოგადოებრივ დარბაზში, იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინდია ჯანელიძემ მოადგილეებთან, ლევან ღირსიაშვილთან და კახა ოქროჯანაშვილთან ერთად, იური ვაზაგაშვილის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
იური ვაზაგაშვილის საეკლესიო პანაშვიდი დღეს, 16:00 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
20:00 საათზე ვაზაგაშვილს მშობლიურ სოფელ ყარაფილაში გადაასვენებენ, სადაც 25 იანვარს შვილის გვერდით დაკრძალავენ.