თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის 207-ე კილომეტრზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  აღნიშნულ მონაკვეთზე, სოფელ სიქთარვასთან, გზის სავალი ნაწილი ჩაიწია, რის გამოც ავტოტრანპოსრტის გატარება ცალმხრივად, რიგრიგობით მიმდინარეობს.
არსებულ ვითარებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვაჟა ფანჩულიძე გაეცნენ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, გატარებულია პირველადი ღონისძიებები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები