აშშ-ს მოქალაქეს ისლამისტების დახმარების განზრახვის გამო 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს ისლამისტების დახმარების განზრახვის გამო 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ახალგაზრდა ქალბატონი შენონ კონლი, რომელმაც ისლამი მიიღო, გასული წლის აპრილში დენვერის აეროპორტში დააკავეს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებამდე დაზვერვის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები კონლის არაერთხელ შეხვდნენ იმ მოტივით, რომ მას ისლამისტებისთვის დახმარების გაწევა გადაეფიქრებინათ, მაგრამ უშედეგოდ. ეჭვმიტანილმა ბრალი უკვე აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები