ნიკოლოზ მჟავანაძე: სააკაშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას და ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავს

უკრაინაში ამოქმედდა “საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი”, რომელსაც ადეიშვილი ხელმძვანელობს, – ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მჟავანაძემ მოსალოდნელ ტერაქტებსა და „ნაცმოძრაობის“ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
უფლებადამცველი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ერთ გვამს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის შედეგად და ტერორისტული აქტების განხორციელებას, რათა არჩევნებამე დაბრუნდდეს ხელისუფლებაში.
„უკრაინაში მოქმედებს “საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი” ამაზე გუშინ გაზეთი „ალიაც“ წერდა და ჩვენც ვფლობთ ამ ინფორმაციას. შტაბს პირადად ზურაბ ადეიშვილი უკრაინიდან ხელმძვანელობს. ადეიშვილის უკრაინაში ყოფნა გუშინწინ თავად უკარიანის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემაც დაადასტურა.
საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტების შემადგენელი ნაწილი გახლდათ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაც. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ტერაქტის განხორცილება, რომლის ძირითადი მიზანი საზოგადოებაში პანიკის დათესვა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ჩამოგდებაა. სააკაშვილის და მის მიერ უკრაინაში დაქირავებული ჯგუფების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ის რაც სააკაშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოახერხა, ცდილობს ახლა განახორციელოს. ივანიშვილის მოცილებით სააკაშვილმა კარგად იცის რომ ხელისუფლების დაბრუნებისთვის მას მწვანე შუქი ენთება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ყველა ზომა, რათა განსაკუთრებული დავცვის ქვეშ იყოს აყვანილი სტრატეგიული და ტერორისტების თავდასხმის სამიზნე ობიექტები“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები