სადღობელაშვილი ნინო გოგუაძეს “ლატენტურ ნაცს” უწოდებს“

„თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის განცხადებას ეხმაურება. „ქალბატონ ნინოსგან ასეთი განცხადებები არ მაკვირვებს რამოდენიმე თვის წინ პირადად მე გავავრცელე მისი და ხათუნა გოგორიშვილის ფოტო. ეს ლატენტური ნაცი“ – წერს ლადო სადღობელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ნინო გოგუაძის განცხადებით, შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან კი არ გადადგა, არამედ მოხსნეს.
“ალექსანდრე ჭიკაიძე მოხსნეს. ზუსტად ვიცი, როგორც ხდება ასეთი გადადგომები. ძალიან კარგია, რომ ჭიკაიძე მოხსნეს, მაგრამ საკმარისი არ არის. ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე კრიმინოგენური ვითარება, რომელიც ჩვენი თანამებრძოლის, იური ვაზაგაშვილის წარმოუდგენლად ცინიკური აფეთქებით დასრულდა. ეს არ შეიძლება მარტო ალექსანდრე ჭიკაიძის ბრალი იყოს. მომხდარი მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების ბრალია. – აცხადებს ნინო გოგუაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები