ხატიაშვილი ითხოვს, ვაზაგაშვილის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ საგანგებო სესიაზე შეიკრიბონ და საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტმა საგანგებო სესია არ მოიწვია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტს დაეკისრება. როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ცვლის პროკურატურა იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციით.
„ვანდალური აქტით დამთავრდა სიცოცხლე კაცისა, რომელიც იყო ჩემთვის კაცობის და მამობის ეტალონი, ბატონი იური ვაზაგაშვილი დარჩება სამოქალაქო საზოგადოების სახედ, რომელმაც უსამართლობისთვის ბრძოლას შესწირა თავი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში აცხადებენ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა მიზნად ისახავდა ხალხის დაშინებას და შოკირებას. ირაკლი სესიაშვილმა და გედევან ფოფხაძემ მომხდარი შეაფასეს, როგორც ტერორისტული აქტი, მაგრამ პროკურატურა რატომ იკავებს თავს, იური ვაზაგაშვილის ვანდალურ მკვლელობას მისცეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია, ჩემთვის გაუგებარია და გარკვეულ ეჭვებს ჰბადებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, შეიკრიბოს საგანგებო სესიაზე და შექმნას საგამოძიებო კომისია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების უუნარო მოქმედებებზე საქართველოს პარალამენტს დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – წერს ზაზა ხატიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები