მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიას საჯარო მადლობას უხდის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიას, გიორგი კანდელაკს, გიორგი კარბელაშვილს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ექსპლუატაციაში შეყვანისთვის მადლობა უხდის.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ეს აეროპორტი 1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება.
„ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის აშენებაც ერთ-ერთი პუნქტია არამიზანმიმართულ ხარჯებში ჩემს მიმართ სისხლისსამართლებრივი ბრალდების წაყენებისა. დიდი მადლობა ვერა ქობალიას, გიორგი კანდელაკს, გიორგი კარბელაშვილსა და ყველას, ვინც რეკორდულ ვადებში მოასწრო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე აეროპორტის ექსპლუატაციაში შეყვანა, რითიც გადაარჩინა, ის არ გახსნილ და დაკონსერვებული ობიექტების სიაში შეყვანას. უახლოეს პერიოდში ეს აეროპორტი 1 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება. შემდეგი ბაბუშერას აეროპორტია!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები