კიევის სასამართლომ იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

  კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკავების თაობაზე დადგენილება მიიღო. იანუკოვიჩი ეჭვმიტანილია განზრახ მკვლელობაში.
“შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყოფილი პეზიდენტი ვიქტორ იანკოვიჩი მიჩნეულია ეჭვმიტანილად. მასზე გამოცხადდა ძებნა. საქმე აღძრულია მასობრივი მკვლელობის მუხლით, 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (განზრახ მკვლელობა) დამამძიმებელ გარემოებაში”, – განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ მახნიცკიმ. იანუკოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ძებნის გამოცხადების თაობაზე ინფორმაცია გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენ ავაკოვმა ფეისბუქით გაავრცელა. თუმცა დღეს გაირკვა, რომ ავაკოვმა იჩქარა. ამავე დროს, უკრაინის პარლამენტს სურს, მიმართოს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით – ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს პასუხი აგებინოს “კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისათვის, მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს”. პარლამენტმა 339 ხმით, პირველი მოსმენით უკვე მიიღო განცხადება ჰააგის სასამართლოს სახელზე. საკმარისი იყო 226 ხმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი გადააყენა და 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. მანამდე ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გადადგომას. 23 თებერვალს იანუკოვიჩს დონეცკიდან გაფრენის უფლება არ მისცეს. იანუკოვიჩის დაცვამ მესაზღვრეების მოსყიდვა სცადა, თუმცა უშედეგოდ. უმაღლესმა რადამ უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება პარლამენტის სპიკერს ალექსანდრ ტურჩინოვს დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები