„გამოძიება საზოგადოებას უნდა ელაპარაკოს“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, სხვადასხვა საქმის გამოძიების შეყოვნება შესაძლოა, მთელი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებით იყოს განპირობებული.
როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, აუცილებელია გამოძიება საზოგადოებასთან უფრო მეტად იმყოფებოდეს კომუნიკაციაში.
„პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამართალდამცავი უწყებების რეფორმა უნდა განხორციელდეს. მასში არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ პროკურატურის რეფორმაც იგულისხმება. დღეს მე ვხედავ, რომ არ არის დამაჯერებელი კომუნიკაცია, ერთი მხრივ, გამოძიების ორგანოებსა და, მეორე მხრივ, საზოგადოებას შორის. გამოძიება არ ელაპარაკება იმ პრობლემებზე საზოგადოებას და ამიტომ ძლიერდება უნდობლობის ტალღა. ამ კომუნიკაციის გაუმჯობესება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები