ობამა: ეკონომიკა განვაახლეთ და რუსეთის იზოლირება მოვახდინეთ

აშშ-ში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ქვეყანამ ერაყში და ავღანეთში ომი დაასრულა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესისთვის ყოველწლიური მიმართვის დროს განაცხადა. „ქვეყნის მდგომარეობა მყარია“, – განაცხადა ობამამ და კონგრესის ორივე პალატის აპლოდისმენტები დაიმსახურა, – წერს „ბი-ბი-სი“. ობამამ ასევე საგარეო პოლიტიკის კუთხით ადმინისტრაციის წარმატებებზე ისაუბრა. აშშ-ს პრეზიდენტმა ყირიმის ანექსიის და უკრაინის აღმოსავლეთით სეპარატისტების მხარდაჭერის გამო რუსეთის იზოლირების მაგალითი მოიყვანა.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ დიდ სახელმწიფოებს არ აქვთ უფლება, დაჩაგრონ პატარა სახელმწიფოები. მისი თქმით, უკრაინის შიდა პოლიტიკაში ჩარევის გამო, რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა.
„ჩვენ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას, უკრაინულ დემოკრატიას მხარს ვუჭერთ და ნატოში ჩვენს მეკავშირეებს ვამხნევებთ“, – განაცხადა ობამამ.
„ამერიკა დღეს ძლიერია და თავის მეკავშირეებთან ერთად ერთიანია, რუსეთი კი იზოლირებულია, მისი ეკონომიკისგან კი არაფერი არ დარჩა“, – აღნიშნა ობამამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები