პესკოვი: დასავლეთს პუტინის დამხობა და რუსეთის „დახრჩობა“ სურს

დასავლეთი რუსეთს თავს არასოდეს დაანებებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ  დონბასის კონფლიქტი მოგვარებული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „არგუმენტი ი ფაქტთან“ ინტერვიუში განაცხადა. პესკოვის თქმით, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მეზობელი ქვეყნის კრიზისის იძულებითი მოგვარებით ქვეყნის ეკონომიკის „მიხრჩობას“ და ვლადიმერ პუტინის დამხობას ცდილობენ. ამასთან, პესკოვის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს. თუმცა, პესკოვის განცხადებით, უკრაინაში ომის შეჩერება მხოლოდ ოფიციალურ კიევს შეუძლია.
პუტინის პრესმდივნის მოსაზრებით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა საერთაშორისო დიპლომატიას, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის სისტემას ნიღბები ჩამოგლიჯა. პესკოვმა ეს განცხადება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შესახებ საუბრისას გააკეთა. მერკელმა G7-ს სამიტზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიპატიჟებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები