ოდესასთან მოხალისე იანა შიშმანი მოკლეს

დღეს ღამით ოდესასთან უკრაინელი მოხალისე იანა შიშმანი მოკლეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მკვლელი – კომინტერნოვსკის რაიონის მოსახლეა. არსებული მონაცემებით, იანა შიშმანის გარდა, მან კიდევ 2 ადამიანი კერძო სახლის ეზოში მოკლა. დამნაშავემ მკვლელობის შესახებ პოლიციას თავად შეატყობინა. სამართალდამცავებმა მკვლელი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, მოკლულ იანა შიშმანს 5 წლის ქალიშვილი დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები