თამაზ სუხიაშვილს დღეს თბილისში გადმოასვენებენ
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მაიდანზე დაღუპულ ქართველ მებრძოლს თამაზ სუხიაშვილს დღეს თბილისში გადმოასვენებენ. თუმცა, მანამდე კიევის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება და დაღუპული ქართველის ხსოვნას პატივს მიაგებენ. კიევში გაემგზავრებიან საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებიც.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის თამაზ სუხიაშვილი, ოთხი დღის წინ, დონეცკთან ახლოს პრორუსულ ძალებთან შეტაკების დროს დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად დაიჭრა სამი ქართველიც, თუმცა მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.