ფონიჭალაში ახმედოვების ოჯახს ოთხი ნიღბიანი თავს დაესხა

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში ახმედოვების ოჯახს ოთხი ნიღბიანი თავს დაესხა.
მძარცველებმა სახლიდან ფულისა და ოქროულობის წაღება მოახერხეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს. გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოთხმა ნიღბიანმა ოჯახის უფროსი, დისახლისი და მცირეწლოვანი ბავშვი დააბა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შსს-ში არ ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები