ეუთომ უკრაინაში კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ეუთომ უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. დეკლარაციაში, რომელიც ორგანიზაციის ყველა წევრმა, მათ შორის, უკრაინამ და რუსეთმა მიიღო, „ბოლო დროს უკრაინის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის გამო ქვეყნების სერიოზული შეშფოთების შესახებაა აღნიშნული“.
ეუთო კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ და მინსკის შეთანხმებების სრული შესრულებისკენ მოუწოდებს.
„დეკლარაცია ეუთოს 57 წევრი ქვეყნის იმ მყარ მოსაზრებას ადასტურებს, რომ უკრაინაში ძალადობისა და დაპირისპირების ციკლის დასრულება ვერ მოხერხდება ბრძოლის ველზე, ეს მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან არის შესაძლებელი“, – განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების მანძილზე საბრძოლო მოქმედებები დონეცკის აეროპორტის მიდამოებში გააქტიურდა.

10945106_909344359105803_207232727_n

10945386_909344355772470_1630337097_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები