ყირიმში მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

  ყირიმელ თათრებსა და იანუკოვიჩის მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. რუსული მედიის ცნობით, სიტუაცია ყირიმში დაძაბულია. ეს კადრები სიმფეროპოლის უმაღლესი საბჭოს შენობასთანაა გადაღებული. მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის პარალელურად სევასტოპოლში თავდაცვის ჯგუფების შექმნა დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ისინი ოპოზიციის რადიკალური ფრთის თავდასხმების წინააღმდეგ ერთიანდებიან. პარალელურად, საგანგებო ბრძანება გასცა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა და შეშფოთება გამოთქვა ქვეყნის ამ ნაწილში სეპარატიზმის ნიშნების გაჩენასთან დაკავშირებით. მისი განკარგულების მიხედვით, ყველა, ვინც იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი სახის სეპარატისტულ ქმედებაზე, უნდა დაისაჯოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები