„რატომ მე არ ავფეთქდი?! – ეს სპეციალურად იურისთვის გაკეთდა“ (ვიდეო)
ოჯახის ახლობელი, გამორიცხავს, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება იმგვარად იყო დანაღმული, რომ ის ნებისმიერი ადამიანის გამოჩენისთანავე ამოქმედდებოდა. მისი ვარაუდით, ნაღმი სპეციალურად ვაზაგაშვილის მისვლის შემდეგ აფეთქდა.
,,მე გუშინაც ვიყავი საფლავზე, ყვავილებიც ვნახე და გარდაცვლილების საფლავებიც დავათვალიერე. რატომ მე არ ავფეთქი? ეს აშკარად სპეციალურად იურისთვის გაკეთდა. საერთოდ ყოველ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა, საფლავს უვლიდა ხოლმე. ეს შაბათ-კვირაც აქ იყო. თუ თავის მოკვლა უნდოდა, ამას აქამდეც გააკეთებდა. გუშინ წავიდა თბილისში და დღეს ისევ ჩამოვიდა, რადგან თანასოფლელის დაკრძალვას უნდა დასწრებოდა. იცოდნენ, რომ როცა ის აქ იყო, აუცილებლად შვილის საფლავზე მივიდოდა”, – აცხადებს ოჯახის ახლობელი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან.
წყარო: შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრი