პარიზის მერი ამერიკულ ტელეარხ „Fox News“–ს უჩივლებს

პარიზის მერი ან იდალგო ტელეარხ „Fox News“–ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამ ინფორმაციას “CNN” ვრცელებს. იდალგოს თქმით, ამის მიზეზი ტელეარხის ეთერში გაჟღერებული განცხადებებია, თითქოს, პარიზში არსებობს ე.წ. მუსულმანური რაიონები, სადაც განსხვავებული რელიგიის ადამიანებისთვის გამოჩენა საფრთხილოა. არხის მიერ ასევე გაჟღერდა ინფორმაციაც, რომ ამ რაიონებზე პარიზის ხელისუფლების უფლებამოსილება არ ვრცელდება.
„ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სასამართლოში უნდა წავიდეთ, რათა მივაღწიოთ იმას, რომ ტელეარხმა ნებისმიერი მსგავსი განცხადება აღარ გაავრცელოს“, – განაცხადა იდალგომ.
მსგავსი შენიშვნები ამერიკული ტელეარხის მისამართით ბოლო დროს საკმაოდ გახშირდა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეარხ „Fox News“–ს მუსლიმების მიმართ ჟურნალისტების არაკორექტული ფრაზების გამო ბოდიშის მოხდა რამდენჯერმე მოუხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები