გიგი კალანდაძე: უკრაინაში ანაზღაურება არ მაქვს, ფინანსურად მეგობარი მეხმარება
ჩვენ ანაზღაურება არ გვაქვს, ეს საუბრები შეურაცხმყოფელია,- ამის შესახებ გენერალმა გიგი კალანდაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუ “არჩევანში” უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა. როგორც თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მას უკრაინაში ფინანსურად მეგობარი ეხმარება და არანაირ გასამრჯელოს არ იღებს. მისივე თქმით, მათთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები ფულად ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„პირადად მე მეხმარება ჩემი მეგობარი, ხოლო ქართველ მებრძოლებს ოჯახის წევრები ეხმარებიან. ეს არის, რაც შეეხება ჩვენ ფინანსურ მხარეს. ჩვენ ვართ სამხედრო მოსამსახურებთან ერთად, ვინაწილებთ იმ საჭმელს იქნება, თუ საკვებს, იარაღს და ტყვია-წამალს, რაც არის ფრონტის წინა ხაზზე“, – განაცხადა გიგი კალანდაძემ გადაცემაში „არჩევანში“.