„ისლამური ხალიფატის“ მებრძოლებმა 13 მოზარდი ფეხბურთის მატჩის ყურებისთვის დახვრიტეს

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამისტური ხალიფატის“ მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში 13 მოზარდი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბავშვები იმის გამო დასაჯეს, რომ ისინი ტელევიზორში ფეხბურთში აზიის თასის გათამაშებაში ერაყი-იორდანიის მატჩს უყურებდნენ.  „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგებმა ჩათვალეს, რომ სპორტული თამაშის ყურება დანაშაულია, რომელიც სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
„როიტერის“ ინფორმაციით, მოკლული ბავშვების ცხედრებთან მიახლოებას მათი მშობლები ვერ ბედავდნენ. ისინი შიშობდნენ, რომ  ISIS-ის მებრძოლები მათაც დახვრეტდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები