დონბასის საზღვარზე სარკინიგზო ხიდი აფეთქდა, რომელზეც მატარებელი გადაადგილდებოდა

ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების საზღვარზე არსებულ სოფელ კუზნეცოვკაში სარკინიგზო ხიდის აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად რელსებიდან გადავიდა სატვირთო მატარებელი, რომელიც ხიდს უახლოვდებოდა. ამ ინფორმაციას „fakty.ua“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების შემდეგ მატარებლის 55 ვაგონიდან 20 რელსებიდან გადავიდა, თუმცა მატარებლის მემანქანის მიერ ექსტრემალური დამუხრუჭების წყალობით შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები