აშშ-ში ხუთი წლის ბავშვმა ცეცხლსასროლი იარაღით 9 თვის ძმა მოკლა

აშშ-ში, მისურის შტატში 5 წლის ბავშვმა უმცროსი ძმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ბიჭის დედამ 911 დარეკვისას განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა გასროლა „ფეინთბოლის“ თოფით განახორციელა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვმა უმცროსი ძმა 22 იარაღით მოკლა.
წინასწარი ინფორმაციით, იარაღი ოჯახის ერთ-ერთ ახლობელს ეკუთვნოდა. ხუთი წლის ბავშვმა ის საწოლში იპოვა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევის შედეგია. ამ დროისთვის უცნობია, რომელიმე ოჯახის წევრის წინააღმდეგ აღიძრება თუ არა საქმე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები