საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე – „დროულად გამოიძიონ იური ვაგაზაშვილის აფეთქების ფაქტი“


რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ იური ვაგაზაშვილის ახლობლები და უფლებადამცველები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ კასპის რაიონში მომხდარი ტრაგედია, ტერორისტული აქტია. აქციის მონაწილეები შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციების გამართვას გეგმავენ.
იური ვაგაზაშვილი დღეს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. აფეთქება სწორედ იმ დროს მოხდა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები