La Chaîne Info: საფრანგეთში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები აფეთქებას „ჩეჩნური ჯგუფების გარჩევების“ გამო გეგმავდნენ

საფრანგეთში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაგეგმილი ტერაქტი ჩეჩნურ ჯგუფებს შორის გარჩევების ნაწილი იყო. ამის შესახებ ფრანგული ტელეკომპანია La Chaîne Info იუწყება.
„დაგეგმილ თავდასხმას უახლოეს წარსულში პარიზში მომხდარ ტერაქტებთან არანაირი კავშირი არ აქვს, თუმცა ორგანიზებულ დანაშაულთან არის დაკავშირებული. დაგეგმილი იყო რამდენიმე თავდასხმა, რომელიც ჩეჩნურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამო უნდა მომხდარიყო“, – იუწყება La Chaîne Info.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულები, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის მკვიდრნი არიან, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“.
ტელეკომპანია „ფრანს 3“-ის მონაცემებით კი დაკავებულთა შორის ოთხი რუსეთის, ერთი კი ავსტრიის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები საფრანგეთის სამხრეთით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები