ავსტრიაში წარმოშობით ქართველი სერიული მკვლელი ჯაკო დააკავეს

ავსტრიის დედაქალაქში დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზატორი, სერიული მკვლელი ასლან გაგიევი, იგივე ჯაკო დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჯაკო რუსეთის ტერიტორიაზე ჩადენილ 6 მკვლელობაშია ბრალდებული, საერთო ჯამში კი, კრიმინალის ბანდამ 56 მკვლელობა ჩაიდინა. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ ოსეთში მოხდა.
ინტერპოლის მიერ ძებნილი ჯაკო ვენის ერთ-ერთ რაიონში დააკავეს. ბრალდებულს ბულგარეთის ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასლან გაგიევის რუსეთში ექტრადირება მოხდება. ამჟამად კი ჯაკო ვენის პოლიციის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.
საქართველოს მკვიდრის, ასლან გაგიევის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი ორგანიზაცია 2007 წელს ამოქმედდა. ორგანიზაციაში 30 ადამიანი იყო გაწევრიანებული. ბანდის წევრებმა მკვლელობების ნაწილი მოსკოვისა და ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჩაიდინეს. დაჯგუფების წევრებს ვლადიკავკაზის მერის ვიტალი კარაევის, ამავე რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის კაზბეკ პაგიევისა და სხვების შეკვეთილი მკვლელობები ედებათ ბრალად.
2014 წლის აგვისტოში ბანდის წევრები მოსკოვში დააკავეს, შემდეგ კი თვითმფრინავით ჩრდილოეთ ოსეთში გადაიყვანეს. თავად ჯაკომ გაქცევა 2013 წელს მოახერხა, როდესაც სპეცსამსახურები მისი ბანდის კვალზე გავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები