საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში ტერაქტის მომზადების ბრალდებით რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულები, სავარაუდოდ, ჩეჩნეთის მკვიდრნი არიან, – წერს სააგენტო „ფრანს პრესი“.
ტელეკომპანია „ფრანს 3“-ის მონაცემებით კი დაკავებულთა შორის ოთხი რუსეთის, ერთი კი ავსტრიის მოქალაქეა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეები საფრანგეთის სამხრეთით დააკავეს. „რაშა თუდეის“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლებს დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ.
აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები