„შარლი ებდოს“ ახალი დირექტორი თავდასხმის დროს დაჭრილი კარიკატურისტი ლორან სურისო გახდება

ფრანგული სატირული ჟურნალის „შარლი ებდოს“ ახალი დირექტორი ტერაქტის დროს დაჭრილი კარიკატურისტი ლორან სურისო (ფსევდონიმით „რისი“) გახდება. ამის შესახებ უცხოური პრესა იუწყება. „რისი“ ამ თანამდებობაზე ტერორისტების მიერ მოკლულ სტეფან შარბონიეს („შარბს“) შეცვლის. როგორც ცნობილი გახდა, „შარლი ებდოს“ ახალი დირექტორი საავადმყოფოს დღეს დატოვებს. თავდასხმის დროს „რისი“ მარჯვენა მხარში დაიჭრა.
შეგახსენებთ, ისლამისტები„შარლი ებდოს“ თანამშრომლებს 7 იანვარს დაესხნენ თავს. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი. თავმდამსხმელების – ძმები კუაშების ლიკვიდაცია 9 იანვარს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები