რუსეთმა და ირანმა სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს


რუსეთის ფედერაციამ და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტს ხელი რუსეთისა და ირანის თავდაცვის მინისტრებმა – სერგეი შოიგუმ და ჰოსეინ დეჰკანმა მოაწერეს.
მხარეების ინფორმაციით, სამხედრო თანამშრომლობა დელეგაციების უფრო ინტენსიურ გაცვლას, საშტაბო მოლაპარაკებებს, დამკვირვებლების წვრთნებზე გაგზავნას, სამხედრო კადრების მომზადებას, სამშვიდობო საქმიანობაში გამოცდილების გაცვლას და ტერორიზმთან ბრძოლას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია რუსეთისა და ირანის პორტებში სამხედრო გემების შესვლა.
„რეგიონისა და მსოფლიოს სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ძლიერი რუსეთი და ძლიერი ირანი საერთაშორისო უსაფრთხოებას და რეგიონალურ სტაბილურობას ერთობლივად უწყობდნენ ხელს“, – განაცხადა ირანის თავდაცვის მინისტრმა.
„ჩვენ რეგიონში საერთო გამოწვევები და საფრთხეები გვაქვს, წინააღმდეგობის გაწევას მხოლოდ ერთობლივად შევძლებთ“, – აღნიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები