იური ვაზაგაშვილის მეუღლე: ეს ფირცხალავას ჩადენილია, ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა!

იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი მეუღლის მკვლელობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს.
„ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს – ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა”, – განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა.
სასაფლაოზე, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები იმყოფებიან.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ერთ-ერთი ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები