ნანა კაკაბაძე: ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი, სადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, დანაღმული იყო

დასტურდება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავი, სადაც იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, დანაღმული იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რომ იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. კაკაბაძის განცხადებით, საჭიროა, გამოძიებამ დაადგინოს, თუ ვინ დანაღმა საფლავი.

“დასტურდება, რომ მისი შვილის საფლავი დანაღმული იყო. იური ვაზაგაშვილი იმყოფებოდა გასვენებაში, შემდეგ გადავიდა შვილის საფლავზე, დააწყო ყვავილები და შემდეგ აფეთქდა. არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რომ იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები