ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს მისიის თანამშრომელი გაიტაცეს

გაეროს მისიის თანამშრომელი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაიტაცეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ქალი ორი ჰუმანიტარული მუშაკის გატაცებიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. გავრცელებული ცნობებით, გაეროს მისიის თანამშრომელი ორგანიზაციის მიკროავტობუსიდან ქრისტიანული დაჯგუფება „ანტი-ბალაკას“ წევრებმა დაატყვევეს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გაეროს სამშვიდობოებმა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი გენერალი ანდილო დააკავეს. გენერალი ქრისტიანებს და მუსულმანებს შორის დაპირისპირების დროს მკვლელობებში, გაუპატიურებებსა და ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი.
გუშინ ბანგიში კიდევ ორი ადამიანი გაიტაცეს, მათ შორის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მომუშავე 67 წლის ფრანგი ქალი.
ცნობისთვის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა რელიგიური კონფლიქტის მდგომარეობაში მას შემდეგ იმყოფება, რაც მუსულმანური ორგანიზაცია „სელეკას“ წევრებმა 2013 წელს ხელისუფლება დაამხეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები