გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვის საქმეზე სასამართლო პროცესი სომხეთში გაიმართება

საჯარო სასამართლო პროცესი გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ამოხოცვის საქმეზე სომხეთში ჩატარდება. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბასტრიკინის თქმით, სომხეთში ღია სასამართლო პროცესის გამართვა აჩვენებს „მხარეების სამართლიანობისკენ სწრაფვას“.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 21 იანვარს გიუმრიში ამოხოცილი ავეტისიანების ოჯახის მე-7 წევრს, 6 თვის ბავშვს დაკრძალავენ. სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსი სამხედრო ვალერი პერმიაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები