16 წლის მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის ვინაობა დადგენილია

16 წლის მარიამ კოჩალიძის სავარაუდო მკვლელის ვინაობა დადგენილია. ირანული პრესის ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა 12 იანვარს დააკავეს.
ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ რუინთანია, რომელმაც 22 ივლისს საქართველოს ტერიტორია სარფის სასაზღვრო – გამშვები პუნქტის გავლით დატოვა.  დაკავებული ასევე ეჭვიმტანილია 8 წლის ირანელი ბავშვის მკვლელობაში.
მის დასაკავებლად შს სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან აწარმოებს. ირანში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ცნობა ჯერ არ მიუღია.
შეგახსენებთ, მარიამ კოჩალიძე 2013 წლის 23 ივლისს ბათუმის ბულვარში მოკლული იპოვეს. გოგონას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები