რუსეთში რელიგიური კარიკატურების გამოქვეყნების გამო პირველი გაფრთხილება გაიცა

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების რუსეთის ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა რელიგიური კარიკატურების გამოქვეყნების გამო პირველი გაფრთხილება გასცა. გაფრთხილება, ძირითადად, ყაზახ მკითხველზე ორიენტირებულმა საინფორმაციო-ანალიტიკურმა პორტალმა „რესპუბლიკამ“, სავარაუდოდ, ფრანგული ჟურნალის „შარლი ებდოს“ გარეკანის გამოქვეყნებისთვის მიიღო.
„როსკომნადზორის“ წარმომადგენლის ვადიმ ამპელონსკის განცხადებით, მსგავსი პუბლიკაცია განიხილება, როგორც რასობრივი, ნაციონალური, სოციალური, რელიგიური დაპირისპირების გაღვივება.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, წლის განმავლობაში, „როსკომნადზორს“ სასამართლოს გზით მედიისთვის ლიცენზიის გაუქმება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები