იური ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი ნაღმზე აფეთქდა და გარდაიცვალა. აფეთქება კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში მოხდა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა. საფლავზე მისული კი ნაღმზე აფეთქდა. ერთ-ერთი ვერსიით კი, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები