რუსეთმა სააკაშვილის წინააღმდეგ მასალები საერთაშორისო სასამართლოში გადააგზავნა

საქართველოს ექსპრეზიდენტის გასამართლება გარდაუვალია. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. როგორც მარკინმა აღნიშნა, რომ 2008 წელს სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში ჯარების შეყვანისა და რუსეთის სამშვიდობო კორპუსზე თავდასხმის ბრძანება გასცა. მისივე თქმით, იმ დროს დასავლეთში ეს ქმედებები არ დაგმეს.
„ახლა კი ჰალსტუხის მჭამელი მსოფლიოში დარბის და დაკავების შიშით საქართველოში ვერ ბრუნდება“, – განაცხადა მარკინმა.
მარკინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე „გენოციდის“, „მკვლელობისა“ და „ომის წარმოების აკრძალული საშუალებების და მეთოდების გამოყენების“ მუხლებით არის აღძრული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლის მტკიცებით, ყველა მასალა საერთაშორისო სასამართლოშია გაგზავნილი.
„საერთაშორისო სამართლის ნორმები სააკაშვილის ძებნაში გამოცხადების უფლებას არ გვაძლევს. ის სახელმწიფოს ყოფილი ლიდერია, თუმცა მას უცხოური სისხლის სამართლის იურისდიქციის იმუნიტეტი იცავს. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, მას აუცილებლად სასამართლო ელის, რომელი – ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა მარკინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები