„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა გურამიშვილის გამზირი გადაკეტეს

„ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლებმა გურამიშვილის გამზირი გადაკეტეს. ამის შესახებ “კვირას“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება.
როგორც “კვირას“ ქარხნის თანამშრომლებმა განუცხადეს, ისინი დღეს რვათვიანი იძულებითი შვებულებიდან ქარხანაში დაბრუნდნენ, თუმცა ადმინისტრაცის წარმომადგენლებმა ქარხანაში არ შეუშვეს. ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან შვებულებაში გასვლისას მიიღეს დაპირება, რომ 20 იანვარს სამსახურში დააბრუნებდნენ. მათი განცხადებით, „ელმავალმშენებელი“ ქარხნის თანამშრომლები ყოველგვარი განმარტების გარეშე შენობაში არ შეუშვეს, რის გამოც ქარხანაში დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად გურამიშვილის გზა გადაკეტეს.
ცნობისთვის, “ელმავალმშენებელი“ ქარხანა “ნაციონალური მოძრაობის“ დროს გასხვიდა. ქარხანაში, უმეტესწილად, ერთი ოჯახიდან რამდენიმე პირია დასაქმებული, მათ თითქმის ერთი წელია ხელფასი არ მიუღიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები