ილია მეორე: დღეს ყოველი ჩვენთაგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ნათლისღებასთან დაკავშირებით იქადაგა.
როგორც ილია მეორემ ბრძანა, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დღეს თავის გულის კარებს გააღებს და წმინდა სამება: მამა, ძე და სული წმინდა შევა მის სულში.
„დღეს ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია. დღეს ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. დღეს უნდა დავინახოთ ჩვენი სული, დავინახოთ ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს, უფალო, შენი ვარ და მაცხოვნე მე. ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე. დღეს ყოველი ჩვენთაგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით – აიაზმით“, – ბრძანა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. დღესვე, დღესასწაულთან დაკავშირებით 1000-ზე მეტ ბავშვს მონათლავს. ნათლობა დღის მეორე ნახევარში შესრულდება. 20:00 საათისთვის პატრიარქი თავის ნათლულებს დალოცავს.
უწმინდესი 22 000-ზე მეტი ბავშვის ნათლიაა. მისი ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.