ზურაბ გეწაძემ თუმანიშვილის თეატრის დირექტორის პოზიცია დატოვა

ზურაბ გეწაძემ თუმანიშვილის თეატრის დირექტორის პოზიცია დატოვა. ამის შესახებ, იგი სოციალურ ქსელში „ფეისბუქზე“ წერს.
„ჩემო მეგობრებო, იმისათვის, რომ ყველასათვის გასაგები იყოს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, ვაკეთებ მოკლე განმარტებას: დიდი ხანია ვფიქრობ გადავდგა ეს ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს ვიკავებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რაც მმართველად, ხოლო შემდეგ დირექტორად ვმუშაობ, არ დამიშურებია ძალა, ენერგია და ნერვები იმისათვის, რომ ჩვენს თეატრში ყველაფერი მაღალ დონეზე ყოფილიყო. ხან გამომდიოდა, ხან არა. თავიდანვე ვამბობდი, რომ მმართველის თანამდებობაზე ჩემი მოღვაწეობა დროებითია, ვიმუშავებ სანამ საორგანიზაციო საკითხებს არ დავალაგებ–მეთქი. ჩემი აზრით ამ თანამდებობაზე ამოვწურე ჩემი თავი, მეტის გაკეთება აღარ შემიძლია, აღარ მაინტერესებს ფინანსები, იურიდიული თუ სხვა ტექნიკური საკითხები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს დავდგა ბევრი სპექტაკლი და ჩემი დრო და ენერგია შემოქმედებას მივუძღვნა. გთხოვთ, ჩემს ამ გადაწყვეტილებას სხვა მიზეზებს ნუ დაუკავშირებთ.
თეატრიდან არ მივდივარ, სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქ-ნ ქეთისთან შეთანხმებით, სეზონის ბოლომდე შევასრულებ დირექტორის მოვალეობას, მერე კი დავრჩები თეატრში და აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას გავაგრძელებ”, – წერს ფეისბუქზე ზურაბ გეწაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები